გაკვეთილის გეგმები


გეორგიევსკის  ტრაქტატი  დაიდო  1783  წლის  24  ივლისს  ჩრდილი  კავკასიის  ქალაქ  გეორგიევსკში.  იგი  შედგება  13  მუხლისა


გაკვეთილის მთავარი თემა
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მე-18 ს-ის ბოლოს. „გეორგიევსკის ტრაქტატი’’.
სწავლების საფეხური
საბაზო
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 31 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
საკითხი აქტუალურია, ის თანამედროვეობასთან კავშირშია .ეს გაკვეთილი  მოსწავლეებში ხელს შეუწყობს შედარების,  ანალიტიკური აზროვნების  განვითარებას. მოსწავლეები  გაიხსენებენ  და  იმსჯელებენ  რუსეთ-საქართველოს  ურთიერთობებზე მე 18 საუკუნემდე,  იმსჯელებენ  მის  შედეგებზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები  გაეცნობიან  ,,გეორგიევსკის  ტრაქტატის  მუხლებს  და  იმსჯელებენ  მის  მნიშვნელობაზე.  ისტ.IX.5 მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს  საგარეო  და  საშინაო  ფაქტორების  გავლენა  სახ-ფოს  განვითარებაზე.
  შედეგი.  მსჯელობს  კონკრეტულ  პოლიტიკურ  ცვლილებებზე,  რომლებმაც    გავლენა  მოახდინა  ქართულ  სახელმწიფოებრიობაზე.
წინასწარი  ცოდნა
იციან  რუსეთ-საქართველოს  ურთიერთობების  შესახებ მე-18 საუკუნემდე
შეფასების საგანი და პროცედურები
შევაფასებ  შეფასების  რუბრიკით,  რომელიც  წინასწარ  ეცოდინებათ  ბავშვებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი,  პროექტორი,  პრეზენტაცია
გაკვეთილის მსვლელობა
Iფაზა-გამოწვევა
1. ვაცნობ  გაკვეთილის თემასა და მიზანს (1-2წთ)
IIფაზა-წინასწარი შერჩეული ჯგუფები  გააკეთებენ პრეზენტაციას. მოსწავლეები  შემთხვევითი  არჩევის  პრინციპით  დაიყვნენ 8 ჯგუფად, თითოეული  ჯგუფი გეორგიევსკის ტრაქტატის  მნიშვნელობაზე აკეთებს  პრეზენტაციას, პრეზენტაციისათვის  დათმობილი აქვთ  3-4წთ
III-ფაზა  უკუკავშირი  2-3 წთ
მოსწავლეები  შეაფასებენ  თავიაანთ  ნამუშევრებს  და  სხვა  ჯგუფების  პრეზენტაციას.






გაკვეთილის თემა
ჯვაროსნული ეპოქა
მიზანი
·                     მოსწავლეები გაეცნობიან ჯვაროსნულ ლაშქრობებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს  და შეაფასებენ მათ მნიშვნელობას, პარალელებს გაავლებენ  იმავე ეპოქის საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან;
·         ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და დახარისხების, ინდივიდუალური და ჯუფური მუშაობის უნარ -ჩვევების განვითარება;

·                     გამოიყენებენ ტექნოლოგიებს ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად , მოამზადებენ პრეზენტაციას აუდიტორიისათვის .


სასწავლო ეროვნული  სტანდარტები









ისტ. XI.5მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.


·         ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
·         ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·         ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები წარადგენენ ისტ–ის გამოყენებით პრეზენტაციას, დაიცავენ დროის ლიმიტს, იმსჯელებენ  და შეაფასებენ ჯვაროსნულ ლაშქრობებსა და მათ შედეგებს; პარალელებს გაავლებენ საქართველოსთან.
აქტუალობა
მოსწავლეები მოახდენენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას 
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ საქართველო და ახლო აღმოსავლეთი VII-XII საუკუნეებში ,  ჯვაროსნული ეპოქა
გაკვეთილის მსვლელობა
კლასის ორგანიზება (1–2 წუთი)

I ფაზა- გამოწვევა:
1.      ვაცნობ  გაკვეთილის თემასა და მიზანს (1-2 წთ.);

II ფაზა– წინასწარ შერჩეული ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეები შემთხვევითი არჩევის პრინციპით დაიყვნენ 8 ჯგუფად, თითოეული ჯგუფი თითოეულ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე აკეთებს პრეზენტაციას, პრეზენტაციისათვის  დათმობილი აქვთ 3–4 წთ.

III ფაზა-უკუკავშირი (2–3 წუთი)
მოსწავლეები შეაფასებენ თავიანთ ნამუშევრებს და სხვა ჯგუფების პრეზენტაციას;






კლასის ორგანიზების ფორმა
ჯგუფური
შეფასება და თვითშეფასება
განმსაზღვრელ განმავითარებელი  შეფასება და თვითშეფასება (რუბრიკით)
სასწავლო რესურსები
 სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი,























No comments:

Post a Comment